ვაქცინაციის პოპულარიზაციაში ცნობად სახეებს ჩართავენ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციის პროცესში ცნობადი სახეებიც ჩაერთონ.

“ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ გამოჩენილი ადამიანების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ვაქცინის პოპულარიზაციას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ამ პრაქტიკას მიმართა არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების შემთხვევაშიც დაცული იქნეს ის პრინციპები რომელიც ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის გეგმაში. აქ ვგულისხმობ, რომ მედიკოსების ჩართულობაა მნიშვნელოვანი და 65 წელზე მეტი ჩვენი მოქალაქეების და სავარაუდოდ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის მოხალისეები, რომლებიც დღეს არიან დარეგისტრირებულები, ამ 100 პოპულარული ადამიანის შემთხვევაში სწორედაც რომ არჩეულები იქნებიან ამ პრინციპით,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის პოპულარიზაციაში მედიის წარმომადგენლების ჩართვაზეც საუბრობს. ამირან გამყრელიძის თქმით, კარგი იქნება თუ საჯაროდ აიცრებიან ტელევიზიების ცნობილი ჟურნალისტებიც:

“ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ტელევიზიების ჟურნალისტები, ვისაც ხალხი იცნობს, კარგი იქნება რომ თანდათან იქნეს აცრილი და ვაჩვენოთ ადამიანებს ის რომ აცრა გახლავთ ის რამაც პანდემია უნდა დაამთავროს და ახალ ვაქცინებზე პირველი პერიოდი ყოველთვის რთულადაა შემდეგ ეს გაიშლება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები