საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 746-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსი კიდევ 490 ადამიანს დაუდასტურდა, 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 25 მარტს „კოვიდ-19“-ით საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი, ექვსი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები