ვაქცინაციის შემდგომ, გვერდითი მოვლენები ჯანდაცვის მინისტრსაც დაუფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის საჭიროებისა და პროპაგანდისთვის, რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრასა და აგიტაციას გეგმავს. თუმცა, განმარტებასაც აკეთებს, რომ სამედიცინო პერსონალს ეს არ უნდა სჭირდებოდეს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, გვერდითი მოვლენები ნებისმიერ აცრას ახასიათებს და ამაში უჩვეულო და საგანგაშო არაფერია.

„ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. მქონდა გვერდითი მოვლენები. ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია და ალბათ, აკვირდებით, რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას. ეს ადასტურებს იმას, რომ „ასტრაზენეკას“ ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგი იქნება, რომ ვენდოთ მასაც, ისევე, როგორც „ფაიზერს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 23 მარტს გაიკეთა.

მსგავსი თემები