ვაშლიჯვარში, მეწყრული ნაპრალის მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია და გადაადგილდება

“დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, სეისმოლოგ  თეა გოდოლაძის განცხადებით, ვაშლიჯვვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე გაჩენილი მეწყრული პროცესები მხოლოდ ერთ ბლოკს არ ეხება და ფერდობის სხვა ნაწილიც დაძრულია.  

„მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები შემდეგია, ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა. შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსაც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენს მიერ ელექტროძიებით მიღებულ პროფილებს. დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ. (გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთხელ, სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა მთელი სხეულია დინამიკაში(მოძრაობს)“ – აცხადებს გოდოლაძე.

მსგავსი თემები