„ქართული ოცნება ცუდად დაამთავრებს, რადგან ის საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“ – კახა ოქრიაშვილი

„ქართულ ოცნებას“ პანიკურად ეშინია ახალი საპარლამენტო არჩევნების. ხელისუფლება დღეს ზომავს ჩვენი ხალხის მოთმინებას და ეს ცუდი იდეაა. არ ვიცი, ამას სიგრძით ზომავენ თუ სიგანით, მაგრამ ძალიან ცუდად ამთავრებს ყველა ის ხელისუფლება და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, ვინც საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.  

ევროპელი მედიატორის ჩართულობით, მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის წინ, პარტია – „პროგრესი და თავისუფლებას“ ხელმძღვანელი შემდეგ მოწოდებას აკეთებს:

„ქართულ ოცნებას“ დათმობისკენ წამოიყვანს ხალხი და ხალხის რეაქცია. თუ ხალხს მოსწონს სიდუხჭირეში, უსამართლობასა და უპერსპექტივობაში ცხოვრება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ და დააფიქსიროს თავისი პოზიცია –  რომ საჭიროა ახალი არჩევნები, ყოველგვარი არეულობის, რევოლუციების გარეშე, წყნარად და მშვიდად უნდა გადმოვიბაროთ ხელისუფლება, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გავაორმაგოთ ეკონომიკა, 5-7 წლის განმავლობაში ორჯერ გავზარდოთ მინიმალური და საშუალო ხელფასი და შევქმნათ 10 0000-ობით ღირსეული სამუშაო ადგილი. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ ხალხი ქუჩაში ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას და მის უნიათობას გამოჰყავს. გაზომონ ჩვენი ხალხის მოთმინება და მალე დაინახავენ, რაც მოუვათ, ქართველი ხალხის მხრიდან!“

მსგავსი თემები