ბაკურიანში ავტომობილი აფეთქდა – დაშავებულია 50 წლამდე მამაკაცი

ბაკურიანში, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზით ავტომობილი აფეთქდა. სავარაუდოდ, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი მას თოვლისგან წმენდდა.  

შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო 50 წლამდე მამაკაცმა. მას დამწვრობა და მოტეხილობები აღენიშნებოდა. მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია და ბინაზე გაეწერა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სსკ 229-ე მუხლით, რომელიც აფეთქების შედეგად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები