“ხალხი ითხოვს ცვლილებებს ! ყველგან, მათ შორის ოპოზიციაშიც!” – ირაკლი ღლონტი

„ე.წ. ხელისუფლებისგან განსხვავებით ოპოზიციას გვაქვს საკადრო პოტენციალი, ნიკა მელიამ ეს ყველაზე კარგად დაგვანახა, თუმცა, დღეს ის ოლიგარქის სატუსაღოშია…,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი წერს.

ღლონტი თვის, რომ პოლიტიკური ველი განახლებას საჭიროებს, როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში:

„მოსახლეობას ყოველდღიურად, მიზანმიმართულად და ჯიუტად ვაჩეჩებთ ფიგურებს, რომელთა მიმართ მათ აქვთ სამართლიანი შენიშვნები, მათ შორის მეც. არ მესმის ვის აწყობს ეს, ხალხს და ქვეყანას ნამდვილად არა ! პუტინს და მის დესანტს კი ბატონო !

10 მოქალაქიდან თუ 3 მაინც მხარს არ უჭერს ამა თუ იმ ,,ლიდერის” შეხედულებებს, ის უნდა გავიდეს პენსიაში. გახდეს მრჩეველი, კონსულტანტი, მაგრამ არა TV სპიკერი !

ხალხი ითხოვს ცვლილებებს ! ყველგან, მათ შორის ოპოზიციაშიც ! ვცდები ? მხოლოდ ჩემთან საუბრობენ ამის შესახებ ? მხოლოდ მე მეუბნებიან შენიშვნებს თქვენს გამო ?!“ – წერს ირაკლი ღლონტი.

მსგავსი თემები