“ნიკა მელიას გათავისუფლება არის 1 წუთის საქმე და ეს გასაღები აქვს მას” – სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს შალვა პაპუაშვილს ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში მხოლოდ “ქართული ოცნების” იმედი აქვს. პაპუაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებასაც, ანალოგიურად, მმართველი პარტია ეიმედება შეთანხმების მისაღწევად.

სოზარ სუბარის თქმით, ოპოზიცია დღეს საერთოდ არ ლაპარაკობს არჩევნების გაყალბებაზე, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა და ამას ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს. თუ რის საფუძველზე არ შედის ოპოზიცია პარლამეტში, უკვე აზრს არის მოკლებული.

რაც შეეხება პატიმრებს, პატიმრებთან დაკავშირებით არის ერთი ადამიანი – ნიკა მელია, რომელზეც არის ლაპარაკი. ნიკა მელიას გათავისუფლება არის 1 წუთის საქმე და ეს გასაღები აქვს მას, მის პირად ხელში. გადაიხდის გირაოს და გამოვა გარეთ. ეს იცის მთელმა მსოფლიომ,” – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები