საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 738-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსი კიდევ 419 ადამიანს დაუდასტურდა, 307 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 25 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 356 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები