აფეთქების შედეგად ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ჭლოუში მამაკაცი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში აფეთქების შედეგად ხანში შესული მამაკაცი გარდაიცვალა.

ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუს ე.წ. გამგებელი ასლან სანგულია ადასტურებს 80 წლის მამაკაცის აფეთქების შედეგად გარდაცვალების ფაქტს, თუმცა მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი.

Sputnik– ის ინფორმაციით, ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა.

მსგავსი თემები