ისრაელიდან პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო

„დღეს დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად“ –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე.

მისი თქმით, აჭარა ტურისტული ნაკადების მისაღებად მზადაა.  

„დღეს ჩვენ გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი. ნახეთ, როგორი განახლებული აეროპორტი გვაქვს ბათუმში. ასევე, დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად“  – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მხრიდან მოცულობითი ინვესტიცია, სწორედ, პანდემიის პერიოდში განხორციელდა. 

მსგავსი თემები