“ვაქცინაციის შედეგად 4 ცოტა მძიმე გართულება დაფიქსირდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განხცადებით, მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე მეთოდოლოგიით – გადატანილი ჰქონდა თუ არა ექითან მეგი ბაქრაძეს კორონავირუსი.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და იმ შემთხვევებზეც ისაუბრა, რომელსაც ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედებების კომიტეტი განიხილავს:

“ამ ტრაგიკული შემთხვევის გარდა, რომელიც კლინიკურად ჰგავს, მაგრამ სანამ საბოლოო წერტილი არ დაესმება ექსპერტიზის მიერ, იყო თუ არა ანაფილაქსია, ვერ ვიმსჯელებთ მაგაზე. მეორე შემთხვევაში, იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ ვფიქრობ, იყო მწვავე ალერგიული რეაქცია და ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედებების კომიტეტი განიხილავს, იყო თუ არა შოკი. ის ქალბატონი კარგად ბრძანდება. ასევე, ცოტა მძიმე გართულება შემოსულია 4, ოღონდ არა ანაფილაქსია და ეს ექვემდებარება საერთაშორისო შეტყობინებას,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები