“სენატორებმა ოპოზიციას გაულაწუნეს და ყურები დაახიეს” – ირაკლი ზარქუა

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სენატში გამართული დებატებისას მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

“მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ეს ნათლად იყო ხაზგასმული და ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს კიდეც და ყურებიც დაახიეს.

ერთადერთი ამოცანა დაუსვეს მათ, უთხრეს, რომ მათი ადგილი არის პარლამენტში და გააგრძელონ მანდ მუშაობა,” – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები