“ქართული ოცნების” ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ქართული ოცნების ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

“რეგიონული არასტაბილურობის, კოვიდ-19-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით,” – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები