საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 722-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 254 პაციენტი.

მსგავსი თემები