თუ “ქართული ოცნება” ვერ შეძლებს, რომ საქართველოში დემოკრატია აამუშაოს ახლა, დაკარგავენ შესაძლებლობას, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს” – ჯიმ რიში

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა სენატში, საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონფლიქტი საქართველოს ვნებს და კარს უხსნის მხოლოდ რუსეთს.

“პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისზე, რომლის წინაშეც საქართველოა, მოდის რამდენიმეწლიანი გაზრდილი დაძაბულობისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაზე, რაც მჯერა, რომ ნაწილდება ყველა მხარეზე. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ მათი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ ეს უთანხმოება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან, ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და უხსნის კარებს რუსეთს.

მე ვიცი, რომ ჩვენი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მისი გუნდი დაუღალავად მუშაობენ, რათა ფასილიტაცია გაუწიონ გამოსავალს, რომელიც მოლაპარაკების გზით იქნება მიღწეული პარტიებს შორის და მოხარული ვარ მათ მიერ გაწეული ძალისხმევით. მე მოვუწოდებ მათ,რომ განაგრძონ ეს პროცესი და ცალსახად მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და ხელისუფლებას, რომ მოილაპარაკონ და გაიარონ ეს ეტაპი. საქართველო არის კრიტიკულ მომენტში. თუ ისინი ვერ შეძლებენ, რომ დემოკრატია აამუშაონ ახლა, არ ვიცი, მაშინ როდის შეძლებენ, ისინი დაკარგავენ თავის შესაძლებლობას შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუციებს. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ, რათა დაასრულონ არსებული კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რათა გააუმჯობესონ საქართველოს მომავალი”, – აღნიშნა ჯიმ რიშმა.

მსგავსი თემები