22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა – სტიქია გუდამაყარში

  •  

გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა. მიზეზად უხვი ნალექი სახელდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით  22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

„შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები