„მესამე ტალღა მოსალოდნელია“ – მინისტრი კორონავირუსის ახალ შტამზე

ჯანდაცვის მინისტრის  განცხადებით, საქართველოში „კოვიდ 19“-ის ახალი შტამის დაფიქსირება ვირუსის მესამე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს, თუმცა, ადასტურებს, რომ კორონავირუსის შემდგომი შემოტევა მოსალოდნელია.

„ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს. დადებითობის ის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არის საყურადღებო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მეტად მობილიზებული. რა თქმა უნდა, დაწყებული ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია შეუფერხებლად გაგრძელდეს. მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღეს მომატებულია, გვაძლევს ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცნობილია“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები