ჯანდაცვის მინისტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მინისტრი „ასტაზენეკას“ ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრა.

„საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალთან მიმართებით გაისმა საყვედური, რომ ისინი უარს აცხადებდნენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია გააჩნია. ისინი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ჩავთვალე, რომ ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც“ – განაცხადა მინისტრმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაწყებისას მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის განკუთვნილ ვაქცინას სამედიცინო პერსონალს უთმობდა.  

მსგავსი თემები