„ოთხ დღეში, მეწყრული ნაპრალები 25 სანტიმეტრი არის გაწეული“ – სეისმოლოგის გაფრთხილება

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე დაძრული  მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე, ტერიტორია უნდა მოსუფთავდეს და არანაირი დამატებითო მოძრაობა არ შეიძლება.  

„ჩვენი რეკომენდაციაა, მიმდებარედ ნაკლებად იმოძრაონ და ტერიტორია ქვემოთ საერთოდ უნდა მოსუფთავდეს. ეს არის პირველი რეკომენდაცია, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მოგვცეს. ქვედა ნაწილი საერთოდ უნდა მოსუფთავდეს, რადგანაც მოძრავი მასის უცაბედი დაძვრა რომ დაიწყოს, აუცილებელია, წინა ნაწილი ყოველთვის თავისუფალი იყოს“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, პრობლემა, რომელის ფერდობზე გაჩნდა, ხელოვნურის და ის ადამიანების ხელითაა შემნილი.

„ნებისმიერი ვიბრაცია  პრობლემაა. ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა. ქრესტომათიაა, რომ მეწყერზე არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ უნდა განვითარდეს. ოთხ დღეში 25 სანტიმეტრითაა გაწეული, აღარაფრის დრო არ არის, აქ ვართ, გავდივართ ველზე“ – განაცხადა გოდოლაძემ.

მსგავსი თემები