ექთნის მდგომარეობა, რომელსაც „კოვიდ 19“ ვაქცინაციის შემდეგ დაუდასტურდა, სტაბილურია

​სასჯელთაღსრულების N5 დაწესებულების ექთანს, კორონავირუსი ვაქცინაციის შემდეგ დაუდასტურდა. როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დაწესებულებაში ასევე განმარტავენ, რომ ექთანს, აცრამდე ყველა საჭირო გამოკვლევა თუ პროცედურა ჩაუტარდა. ვაქცინაცია კი კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ჩატარდა.

„კონკრეტულ ექთანს, ჩაუტარდა „პისიარ“ ტესტირება. ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. მიუხედავად ამისა, პასუხი ანტიგენის ტესტით შემოწმდა. პასუხი ამ შემთხვევაშიც უარყოფითი იყო. შესაბამისად, ამავე დღეს მას ჩაუტარდა ვაქცინაცია. ვაქცინაციის მეორე დღეს, მის მეუღლეს დაუდგინდა „კოვიდ-19“, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი ექთანსაც გამოუვლინდა. ის „კოვიდკლინიკაში“ მოთავსდა, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად, ექთნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ – აცხადებენ დაწესებულებაში.

მსგავსი თემები