ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის საკითხზე რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს იწყებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან ინტენსიურ შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნულით მან ჟურნალისტების კითხვას გასცა პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს იმ ფაქტზე, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელია.

„ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენც გვაქვს მიღებული და მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას. ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს ჩვენ კოლეგებთან, რადგან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული, ის იქნება ალბათ, პირველი კლინიკა, რომელსაც მე ვესტუმრები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები