“გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო” -ალეკო ელისაშვილი

დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, თუკი გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ.

ელისაშვილის თქმით, გახარია პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს და გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებს.

“ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, რომ მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ზუსტად ვინ არის მისი კადრი, არ ვიცი. გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ არა, სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები