„მოხსენით კომენდანტის საათი“ – აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მოძრაობა ,,სოცაფეთქება” მთავრობის კანცელარიასთან, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ და სარჩელის შეტანას გეგმავენ.

სლოგანით: „მოხსენით კომენდანტის საათი”, ,,გადავარჩინოთ ტურიზმი,” „დავიცვათ ბიზნესი“ აქციას ათეულობით მონაწილეობს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ე.წ. კომენდანტს საათი არაკონსტიტუციურია და ის მოქალაქეების უფლებებს ზღუდავს.

,,თავისუფლების ინსტიტუტი” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს კოლექტიურ სარჩელს ,,ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. ვაპროტესტებთ მთელ რიგ სადავო ნორმებს, როგორც ადმინისტრაციული კოდექსიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე. ასევე ვაპროტესტებთ მუხლებს, რომლის მიხედვით, პარლამენტმა გადასცა მთლიანი საკანონმდებლო პასუხისმგებლობა მთავრობას“ – განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სალომე ხვადაგიანმა.

მსგავსი თემები