„ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა“ – დაავადებათა კონტროლი  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  ანაფილაქსიურ რეაქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ის დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა.

„ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას“, – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი  27 წლის ექთნის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი თემები