სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ვაქცინაციაზე ჯავშანი გააუქმა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნებისმიერი კოვიდგადატანილი ადამიანის ვაქცინაცია შესაძლებელია. ვირუსგადატანილი ერთხელ უნდა აიცრას თუ ორჯერ, ამაზე კვლევები მიმდინარეობს.

„რადგანაც მსოფლიოში ვაქცინების დიდი დეფიციტია, მეორე მხრივ, კვლევებია, რომ კოვიდგადატანილებში ერთჯერადი ინექცია საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე, ვთქვათ, ორი ინექცია. კოვიდგადატანილობა აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს. ზოგიერთი ქვეყანა ერთი თვის შემდეგ ცრის, ზოგი ორის, სამის, ჩვენ დავთქვით, მაგალითად, მე დამიდასტურდა კორონავირუსი და დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უნდა ავიცრა და ავიცრები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ვაქცინაციაზე ჯავშანი გააუქმა.

„საბჭოს გადაწყვეტილებით. 82 დაწესებულებიდან დარჩა 42 სტაციონალური დაწესებულება, სადაც  აცრები ჩატარდება. ყველას დაეგზავნა შეტყობინება, რომ თავიდან გაიარონ რეგისტრაცია იმ დაწესებულებაში, რომელიც დღეს ამცრელად არის ფიქსირებული. ამ ფაქტმა გარკვეულწილად იმოქმედა. ეს გასაგებიც იყო და პროგნოზირებადიც. ამიტომ, რიგმა ჩვენმა კოლეგამ გააუქმა ჯავშანი. დღევანდელი მონაცემებით, თუ არ ვცდები, 4900-მდეა რეგისტრირებული. მოგეხსენებათ, პროგნოზირება მედიცინაში ძალიან უმადური რამ არის. თუმცა კოვიდპანდემიის დასრულების გზა მასობრივ ვაქცინაციაზე გადის,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები