“იმუნიზაციის შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ ყოველდღიური სიკვდილობა გვაქვს სამწუხაროდ კოვიდის გამო” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესის შეჩერება ძალიან მარტივია, თუმცა მისივე თქმით, მეორე საკითხია, რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად კოვიდის გამო იღუპებიან.

“გუშინ საბჭოზე მსჯელობა ძალიან რთული იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა შეჩერდეს თუ არა იმუნიზაცია. შეჩერება ყოველთვის ადვილია, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მერე რას ვეუბნებით იმ ადამიანებს? იცით, რომ ყოველდღიური სიკვდილობა გვაქვს, სამწუხაროდ, კოვიდის გამო,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები