“სამწუხაროდ, მედიცინის მუშაკების ხვედრი არის ის, რომ შეიძლება შენ დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალება ძალიან მძიმე ფაქტია და მედიცინის მუშაკების ხვედრი არის ის, რომ შეიძლება დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება.

“ეს ძალიან მძიმე ფაქტია და არის ისტორიაში ამ ტიპის ფაქტები, როდესაც იქცევა გზის განმანათებლად სხვებისადმი. სწორედ ეს არის, სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი მედიცინის მუშაკების ხვედრი, რომ შეიძლება შენ დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები