კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 164, იმერეთში – 71, ქვემო ქართლში – 29

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 164, იმერეთში – 71, ქვემო ქართლში – 29, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 912 PCR ტესტით.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 796-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.37%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 269 626-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 164 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 22, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 13, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც: 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 738, აჭარაში – 145, იმერეთში – 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 271 პირი, მათ შორის, თბილისში – 125, აჭარაში – 19, იმერეთში – 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 – თბილისში, 26 – აჭარაში. 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 81, ხოლო აჭარაში – 27.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 705 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 574 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 845 პირი, აჭარაში – 263, იმერეთში – 739“, –  აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები