„მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება“ – თბილისის მერიის განცხადება

  •  

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას“ – აცხადებს კახა კალაძე ლისის ფერდობზე გაჩენილ ნაპრალთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და პროცესში უცხოელი მკვლევარებიც ჩაერთვებიან.

„შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია.

უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას“ – აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ლისის ფერდობზე დაფიქსირებული კლდის მეწყრული ნაპრალები ასობით მეტრზეა, სიღრმე კი წინასწარი დაკვირვებით, ათობით მეტრია. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და აცხადებენ. რომ საჭიროა მასშტაბური კვლევები.  

მსგავსი თემები