„არჩევნებთან დაკავშირებით მოთხოვნა უსაფუძვლოა“ – არჩილ თალაკვაძე

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ განიხილება. ევროპელი დიპლომატის მონაწილეობით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არჩევნების საკითხი არ განიხილება.

“პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო.  მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია იცით. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქარველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდა.

„ყველა საერთაშორისო აქტორმა თქვა, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, ფუნდამენტური და კონკურენტუნარიანი. მთავრობა ფუნქციონირებს, პარლამენტი ფუნქციონირებს და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ზუსტად იმ სახით იმუშაოს პარლამენტმა, როგორც ხალხმა აირჩია. ამიტომ ვმუშაობთ ოპოზიციასთან, რომ იმ მოქალაქეების არჩევანიც იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ვინც მისცა ოპოზიცურ პარტიებს ხმა“ – განაცხადა შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან.   

მსგავსი თემები