„მოლაპარაკებებს დავუბრუნდები, როცა მელია გამოვა, თუ ეს არ შესრულდა, გამოდის ოპოზიციამ ვერ შეასრულა დაპირება ხალხთან – ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში“ – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკებების მაგიდა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„სახლის აშენებას იწყებენ სახურავით, უკანონოდ დაპატიმრებული მელია არ ზის ჩვენთან მაგიდაზე, მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების რაუნდებს, როცა ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი,“ – ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ გააკეთა, მისივე ინფორმაციით რიგგარეშე არჩევნები და პატიმრები მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს:

„ჩვენ გვყავს კრემლის ხელისუფლება და მათი ინტერესების გამტარებელი, მოლაპარაკებებს დავუბრუნდები, როცა მელია გამოვიდა, თუ ეს არ შესრულდა გამოდის, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა დაპირება ხალხთან, მე ვთქვი ჯერ უნდ გაგვერკვია ახალი არჩევნების თარიღი, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგია ხელისუფლება და შესაბამისად მიდის დროის გაყვანა და იღუპება ხალხი, გვიტევს კრიზისი და ამის გაჭიანურება არის დანაშაული ხალხის წინაშე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით ხელახალ არჩევნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე მე – 4, მე -5 პუნქტებად განიხილება. 

მსგავსი თემები