„კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია“ – ამირან გამყრელიძის მიმართვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს სლოგანის – „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“ ირგვლივ გაერთიანდნენ.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, სწორედ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა.

„ვაქცინასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, სანიტარიზაცია და უარის თქმა დიდ შეკრებებზე,  იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. ქვეყანაში რომ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, დაახლოებით უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%, რადგან არცერთი ვაქცინა არ გამოიყენება ჯერ ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე. ერთი გამონაკლისია, რომელიც გამოიყენება 16 წლიდან, დანარჩენი არის 18 წლის ზემოთ“ –  განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს მხოლოდ მას შემდეგ დავუბრუნდები, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი 1 700 000 ადამიანს მოიცავს.

„საქართველოში მოზრდილი მოსახლეობა არის დაახლოებით 3,8 მილიონი და მისი 60% არის დაახლოებით 1 700 000 ადამიანი. თუ ჩვენ წელს ეს რაოდენობა ავცერით, გარანტიას გაძლევთ იმისას, რომ სერიოზულად ვიტყვით, რომ ეპიდემიას ქვეყანაში დავამარცხებთ და ქვეყანა თანდათანობით დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს“ – აცხადებს გამყრელიძე.

მსგავსი თემები