ბრიუსელში შეხვედრები გრძელდება

ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღე, მთავარი მოვლენა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაა.

შეხვედრის მონაწილეები რეგიონში არსებული რეალობიდან გამომდინარე შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელებენ.

პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განიხილება ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებაც. ქართულ დელეგაციაში ამბობენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ხვალ კი მაღალი დონის შეხვედრები უკვე ევროპარლამენტსა და ნატოში გადაინაცვლებს. ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ორჯერ შეხვდა შარლ მიშელს. აუდიენცია შედგა ბელგიელ პრემიერთანაც.

16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს კი მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

მსგავსი თემები