ჯანდაცვის მინისტრი არ აცრილა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე აუცრელია. როგორც მინისტრი განმარტავს, თუ ასეთი ინტერესია და მისი ვაქცინირება ვაქცინის მიმართ სანდოობას გაზრდის, ვაქცინაცია არ არის პრობლემა.

„ნამდვილად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ  თუ საზოგადოებაში დიდ კითხვებს აჩენს ვაქცინაცია და კონკრეტულად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა. თუმცა, საინტერესოა, მაშინ, როცა ქვეყანაში სხვა ვაქცინები შემოვა, რომელთან დაკავშირებითაც ასევე შეიძლება კითხვები არსებობდეს, მაგალითად ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, გახდება თუ არა აუცილებელი, ჯანდაცვის მინისტრმა ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც? აცრები უნდა იყოს დაცული და მათი არევა არ შეიძლება“ – ასე განმარტავს ეკატერინე ტიკარაძე მის აუცრელობას.  

მისივე ინფორმაციით, დრეს არის პირველი დღე და სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციის 3500-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სფეროს ცნობილი სახეები დღეს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით აიცრნენ. მათ შორის, პირველი პაატა იმნაძე იყო.

მსგავსი თემები