ქვეყანაში, სადაც ჩაის პლანტაციები გატყიურდა კანაფის მოშენება სურთ – ზურაბ შევარდნაძე 

​დეკორატიული მცენარეების სანერგე ”გარდენია შევარდნაძეს” მფლობელი, ბოტანიკოსი ზურაბ შევარდნაძე, საქართველოში კანაფის საექსპორტოდ მოყვანის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმჯობესია ქვეყნის მთავრობამ, სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ტრადიციული ჯიშების აღორძინება – შენარჩუნებაზე იფიქროს, მაშინ, როდესაც საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციები გატყიურდა და ქვეყნის მოსახლეობა “ახმადის ერთჯერად პაკეტებში გამოკონილ ჩაის” მიირთმევს.

როგორც ზურაბ შევარნაძე, სოციალურ ქსელში გამოქვყნებულ სტატუსში წერს, კანაფი იოლად მოსაყვანი მცენარე არ არის და მისი მოსავლის მიღებას ბევრი შრომა სჭირდება.

“კანაფის და საერთოდ ყველა მცენარის მოვლას და მოსავალის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება. ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით დამთავრებული ხილის და ბოსტნეულის უმრავლესობა უცხო ქვეყნიდან რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება და ამით საკუთარ ოჯახებს არგებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ?!
ტყუილად ენის ფხანა მგონია ეს ყველაფერი და საერთოდ სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკიც კი..
დროა მიტოვებულ ეზოებს მივხედოთ, ძველი ტრადიციული ჯიშები შევინარჩუნოთ, ვთესოთ, დავრგათ, დავამყნათ, შვილები გვერდით დავიყენოთ და შრომას მივაჩვიოთ, მაშინ ნაკლები დრო გვექნება მსგავსი გასართობებისთვის და გვეცოდინება მაინც რითი ვიკვებებით.. ჩაის პლანტაციები გატყიურდა და ჩვენ ახმადის ერთჯერად პაკეტებში გამოკონილ ჩაიის ვსვამთ მშვიდად..
ჯერ გორში იმდენი ვაშლი გავაშენოთ ზამთარში ირანული გოროხებივით ხილი არ დაგვჭირდეს, ფორთოხალი საბერძნეთიდან კი არა ქობულეთიდან უნდა მოდიოდეს, სტაფილო მარნეულიდან და არა სომხეთიდან, ბროწეული მცხეთური ჯობია აზერბაიჯანულს, თურქულ თეთრი არმატურებიან პამიდორს ქართული ხარისგულა, რომ შეცვლის ჩვენ ბაზრებში მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე..
თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!”, – წერს ზურაბ შევარდნაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები