“დღეს საღამომდე ვერც ერთ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე არ დასრულდება პროცესი” – ირაკლი კობახიძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დენიელსონთან უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა.

როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს საღამომდე პროცესთან დაკავშირებით ვერც ერთ დეტალზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მისივე თქმით, ორივე მხარეზე არის დამოკიდებული.

“ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება პროცესი, მანამდე ჩვენ რაიმე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი ფორმით. არჩევნების შეფასება და დიალოგის შინაარსი არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული.

დღეს საღამომდე ვერც ერთ დეტალზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე არ დასრულდება პროცესი.

გვაქვს იმედი, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. არის ბუნებრივია მხარეებზეც დამოკიდებული ეს ყველაფერი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები