საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი

 საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 399 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 012, ხოლო პისიარტესტით – 9 387. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,02%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,46%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 237 გამოჯანმრთელდა, 3 648 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 251, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 338 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 136 პირი. ამასთან, 13 მარტის მდგომარეობით, … ვრცლად საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი