თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად კახა კალაძემ ლევან ჯღარკავა წარადგინა

დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი სანდრო ტოგონიძე კერძო სექტორში გადადის  და ამ თანამდებობაზე დედაქალაქის მერმა ლევან ჯღარკავა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე  დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისი მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, ის თუ ვინ დაიკავებს დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები