გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია

ბრალდების მხარე და ოჯახი უმკაცრეს სასჯელს ითხოვს, დაცვის მხარე კი გამამართლებელ განაჩენს ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრებიან.

გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი დღეს უნდა გამოაცხადოს. როგორც ბრალდების მხარემ მედიას განუცხადა, მათი ბრალდება საბოლოოდ დადასტურდება.         

“ბრალდების მხარე თავის მტკიცებულებებში დარწმუნებულია. დარწმუნებულია იმაში, რომ ყველა ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა. ერთადერთი მოლოდინი,რაც დღეს არსებობს, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი“ – განუცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა  ჟურნალისტებს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 ბრალდებული საბოლოო განაჩენის მოლოდინშია.

მსგავსი თემები