გიორგი შაქარაშვილის დედა ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

სასამართლო პროცესზე, სადაც მოსამართლემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს განაჩენი უნდა გამოუტანოს, გარდაცვლილის დედა თამუნა შალვაშვილიც მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხუთივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.    

„ვითხოვ სამართლიან განაჩენს, ხუთივეს უმკაცრესად დასჯას“, – განუცხადა მედიას მოკლული ფეხბურთელის – გიორგი შაქარაშვილის დედამ.

მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ დღესვე უნდა გამოაცხადოს.

მსგავსი თემები