„მოლაპარაკება არ ჩაიშლება“ – სერგი კაპანაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, ოპოზიციის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკება არ ჩაიშლება. მისი თქმით, ჩაშლა სწორედ მმართველი გუნდის ინტერესებში შედის.

„არანაირი მოლაპარაკება არ ჩაიშლება ჩვენი მიზეზით. ამაზე ოპოზიციაში ერთიანი და მყარი აზრია. ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებებს არაფერი ემუქრება. ოპოზიცია აპირებს, მოლაპარაკებებში იყოს ჩართული. ერთ მაგიდასთან ჯდომა ღარიბაშვილთან ერთად შეძლება ბევრს არც სიამოვნებდეს, თუცა, მოლაპარაკება არ ჩაიშლება. ამ ტიპის ჩანაწერი ყოველთვის არის გამოძიების დაწყების საფუძველი. აქ პირდაპირ არის დანაშაულის ნიშნები“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური სპექტრი დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში შეიკრიბა და სამომავლო გეგმებსა და მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით თათბირობდნენ.  საუბარია ფარულ სატელეფონი ჩანაწერზე, რომლის გავრცელების შემდგომ ოპოზიციამ დღის წესრიგში დააყენა საკითხი რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი არ ყოფილიყო.

მსგავსი თემები