“გრესიით ვუპასუხებთ და წნეხს – წნეხით, გამჩერებლები არ ვართ” – რაგბისტები “მედიაცენტრ მთავარში”

“წინასწარ არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ აგრესიას აგრესიით ვუპასუხებთ და წნეხს – წნეხით, გამჩერებლები არ ვართ,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავრში” აბუსერიძის მოხმრე რაგბისტებმა განაცხადეს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის კიდევ ერთი მცდელობა – გამგეობის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის ასარჩევად დელეგატების რეგისტრაცია 10 მარტს იგეგმება. არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი სპორტსმენთა ნაწილი ისევ ზეწოლაზე საუბრობს.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ისინი ამბობენ, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია, რადგან რაგბის კავშირს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე ჰყავს.

მორაგბეები კვლავ ზეწოლაზე საუბრობენ. მათი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 10 მარტს კვორუმი შედგეს.

“10-ში არის ეს დე ფაქტო არჩევნები და ჩვენ არ შევეგუებით. ვიკრიბებით იქ 10-ში, შევეცდებით, რომ ყველანაირად ხელი შევუშალოთ და გავაპროტესტოთ, რომ ეს არჩევნები არ შედგეს.

წინასწარ არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ აგრესიას აგრესიით ვუპასუხებთ და წნეხს – წნეხით, გამჩერებლები არ ვართ.

ასევე, საფრანგეთში შეიკრიბებიან ხვალ ჩვენი კოლეგები, ვეტერანი ლეგენდა ბორჯღალოსნები,” – განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ, სიმონ მაისურაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

ხვალ საფრანგეთში ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბებიან და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. თითოეული მათგანი მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერს.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რაგბის კავშირის საარჩევნო საანგარიშო ყრილობა სწორედ კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

მსგავსი თემები