“კაცი, რომელიც ბერასგან შეკვეთებს იღებს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მხარე როგორ უნდა იყოს?!” – გედევან ფოფხაძე

ყოფილი დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში მორალური კლიმატი შეცვალა, რაც მისი შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზეც აისახება.

გედევან ფოფხაძის თქმით, წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი მხარე, რომელიც „ბერა ივანიშვილისგან შეკვეთებს იღებს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს“.

„ცალსახაა, რომ ჩანაწერებმა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში გარკვეული მორალური კლიმატი შეცვალა, ამიტომ, ეს მოლაპარაკებებზეც აისახება. ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, რეალობაა, რადგან იქითა მხარე არ წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს, არ არის პოლიტიკური მხარე, არამედ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც მძევლად ჰყავს საზოგადოება აყვანილი და ძალის ენით ელაპარაკება. ამიტომ, მოლაპარაკებების პროცესში ამ რეალობის არგათვალისწინება სწორი არ იქნება. მოლაპარაკეები, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ გარემოების გათვალისწინებით, მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მოლაპარაკებების პროცესში მეტ-ნაკლებად რაიმე შედეგს გამორიცხავს. გასაგებია, რომ მასაც არ უნდა არანაირი მოლაპარაკება. კაცი, რომელიც ბერასგან შეკვეთებს ღებულობს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს და რა უნდა გააკეთოს, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მხარე როგორ უნდა იყოს?!“,-აცხადებს ფოფხაძემ.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

მსგავსი თემები