დღეიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ

საქართველოში 8 მარტიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

დღეიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით იხსნება;

ასევე დღეიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ -კვირის გარდა.

ამასთან არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია მონიტორინგს გააგრძელებს.

„სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად აგრძელებს მონიტორინგს, ვინაიდან მოგეხსენებათ, კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ ჩვენ გარკვეულწილად დადებითი დინამიკა გვაქვს ეპიდსიტუაციდან გამომდინარე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები ყოველდღიურად ჩავერთვებით. დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ არის ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარი“, – განაცხადა ფერაძემ.

მსგავსი თემები