კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 135, იმერეთში – 27, შიდა ქართლში – 23

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – ოთხი, შიდა ქართლი – 23, გურია – შვიდი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – ორი, სამცხე-ჯავახეთი – ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 556, საიდანაც 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 698, აჭარაში – 163, იმერეთში – 254.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 103, აჭარაში – 26, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში- სამი, იმერეთში – 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 – თბილისში, 24 – აჭარაში, ცხრა – იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 19. სულ 6 ოქტომბრიდან-6 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 554 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 719 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 328 პირი, აჭარაში – 543, იმერეთში – 734.

მსგავსი თემები