საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3576-ს შეადგენს.

ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 მარტს საქართველოში კორონავირუსი 355 ადამიანს დაუდასტურდა, 91 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები