„ყველა ინფორმაცია, რომელიც „ფაიზერს“ სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს“ – მინისტრის მოადგილე

  •  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერთან“ საქართველოს დასაზუსტებელი ჰქონდა გარკვეული პირობები, რომელიც დღეს შეთანხმდა.

როგორც გაბუნია განმარტავს, უწყებას „ფაიზერთან“ ხარვეზი არ ჰქონია.

„ყველა ინფორმაცია, რომელის „ფაიზერს“ სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს. ასევე, აქვს ის ვაქცინა, დოზების იმ რაოდენობით, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს. „ფაიზერთან“ ხარვეზი სამინისტროს არც არასდროს ჰქონია და „ფაიზერს“ არასდროს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ. საკითხი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. დღევანდელი სატელეფონი ზარი იყო სწორედ პირობების დაზუსტებისთვის. ყველა ინფორმაცია, რომელის „ფაიზერს“ სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს და ასევე, აქვს ის ვაქცინა, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები