„იმედია, „კოვაქსი“ პირობას ამჯერად მაინც შეასრულებს“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინის განაწილება დაიწყო და იმედს იტოვებს, რომ „კოვაქსი“ პირობას ამჯერად მაინც შეასრულებს.  

„დიდი იმედია, ამჟამად მაინც შეასრულებს „კოვაქსი“ თავის პირობას. მან პირობა ვერ შეასრულა და ამიტომ შეფერხდა ვაქცინის შემოტანა. უკვე დაიწყო ვაქცინის განაწილება და მარტის თვე იქნება ის პერიოდი, როცა ყველა ქვეყანა ელოდება „კოვაქსიდან“ ვაქცინის მიღებას. ძალიან დიდი იმედია, რომ ეს არ უნდა იყოს მარტის შუა რიცხვების იქით“ – აცხადებს იმნაძე.

მისი თქმით, ვაქცინის მიღება ევროკავშირის ქვეყნებშიც გართულდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს წინასწარ მილიარდები აქვს გადახდილი.   

„კოვაქსი“ იმიტომ შეიქმნა, რომ საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ჰქონოდათ წვდომა ვაქცინებზე ისევე როგორც მდიდარ ქვეყნებს. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მწარმოებელთანაც არსებობდა და ევროკავშირის რამდენიმე მეგობარ ქვეყანასთანაც.  ევროკავშირს თავადაც გაუჭირდა ვაქცინების მიღება. არადა, ევროკავშირს წინასწარ მილიარდები აქვს გადახდილი ვაქცინის დასაბევებლად“ – აცხადებს იმნაძე.

ერთ-ერთი პრობლემა, რასაც პაატა იმნაძე ვაქცინაციის პროცესის დაწყებისას ხედავს, ის ჯგუფებია, რომლებიც ხელს უშლიან პროცესს.   

„ნახავთ, სადღაც 2-3 კვირაში თუ არ გამოჩნდებიან ჯგუფები თუ  ადამიანები, რომლებიც იტყვიან, არასანდო ვაქცინა შემოიტანესო. ნახავთ თუ ჩემი სიტყვები არ ახდება. ისინი ცდილობენ, ვაქცინაციის პროცესს სახელი გაუტეხონ,”- აცხადებს იმნაძე. 

მსგავსი თემები