„ეს არის თანხები, რომელსაც სახლში ვერავინ წაიღებს“ -შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავრში“

„ეს არის თანხები, რომელიც ისევ ეკონომიკაში ბრუნდება, სახლში ვერავინ ვერ წაიღებს,“ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით ეს სუბსიდირება აამუშავებს მცირე და საშუალო ბიზნესს:

„ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ისევ ეკონომიკაში ბრუნავს, ანუ ჩვენ ვიხდით იმ ბიზნესში, რომელსაც უკან ღებულობს საზოგადოება.

რას ნიშნავს 5000 ლარიანი დახმარება?, დღეს ამ თანხით საშუალო, პატარა კაფე- ბარი იწყებს ფუნქციონირებას და 15 თანამშრომელი მუშაობას იწყებს, 10 კაცი საშუალოდ დასაქმებული ეს არის 4000 კაცი და მათ შესაძლებლობა მიეცემათ ჩაებან ისევ სამსახურში.

ჩვენ თუ ამას ზოგად ჭრილში დავინახავთ ეს არის შესაძლებლობა, რაც ისევ ეკონომიკაში ბრუნავს.“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები